სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილი პერისი ხშირად გამხდარა ჟურნალისტების ყურადღების ობიექტი სხვადასხვა სახის სკანდალების წყალობით, თუმცა ამჯერად იგი საკუთარი ცხოვრების მტკივნეულ დეტალებზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ მოზარდობის ასაკში დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. პერისი 14 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა მოძალადის ვინაობა არ დაასახელა და თქვა, რომ მამაკაცი მისთვის უცხო იყო. აქამდე გოგონას მძიმე ხასიათს ახლობლები მომღერლის სიკვდილს უკავშირებდნენ, თუმცა ჟურნალისტები ახლა მის ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეულ მდგომარეობას განიხილავენ აქტიურად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100