სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახლა ამას გნებავთ, სიდედრის პოზიცია დაარქვით, გნებავთ..." - თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე საუბრობს

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ სიძეზე, გიორგი მახარაძეზე გაზეთ prime time-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:

"ამ სერიალში ახალი გმირი ვერ დავინახე, ის ჩემთვის ძალიან ნაცნობია. მიუხედავად ჩემი გულისტკივილისა, ყოველთვის გამიხარდება, რაც მეტ ახალ და საინტერესო სახეს შექმნის ეს ადამიანი, რადგან ის ელენეს მამაა. რაც მეტი ექნება შვილს საამაყო მამისგან, მით უკეთესი. მაგრამ ერთს მაინც ვურჩევდი მას, ელენე იმ ბავშვების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც 21-ე საუკუნის ბავშვებს ეძახიან. მან უფრო ადრე დასვა კითხვა, რატომ დაშორდნენ დედა და მამა ერთმანეთს, ვიდე ველოდით. ძალიან უხერხულად ვგრძნობთ ყოველთვის თავს. ვფიქრობ, თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს, თუმცა ამას დრო სჭირდება.

ერთი კი არის, როცა ასეთი ვითარებაა, შეცდომას შეცდომა არ უნდა დაუმატო და მაშინ, როცა მარიამი დიდსულოვნად ცდილობს, ყველა ინტერვიუში თავი აარიდოს ამ შეკითხვას, და თუ არ გამოსდის, დელიკატურად, მოკლედ პასუხობს ამ ყველაფერს და ამით უფრთხილდება შვილის სწორ და ფსიქიკურ აღზრდას, არ არის ლამაზი, ყოველ მეორე ჟურნალში, როგორც იტყვიან, ცხვირში ატაკო შენს გონიერ და ჭკვიან შვილს, როგორი ბედნიერი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ნახულობ მას დაკავებულობის გამო. რა ვიცი, იქნებ მე ვტყუი, მაგრამ არ მგონია, ეს ასე იყოს. ერთი ვიცი, მარიამი ვაჟკაცი გოგო აღმოჩნდა. ყოჩაღ! ნახევრად ვხუმრობ, მაგრამ შეიძლება არც კი იყოს ეს ხუმრობა.

მე ჩემს არც ერთ ინტერვიუს არ ვინახავ, მაგრამ ახლა, სწორად იმიტომ, რომ ელენეს შეკითხვიდან გამომდინარე, საკუთარი უხერხულობა მოვიხსნა, ყველა ინტერვიუს შევინახავ, დედისასაც და მამისასაც და როცა ელენე გაიზრდება და კიდევ დასვამს შეკითხვას, რატომ დაშორდნენ მისი მშობლები ერთმანეთს, წავაკითხებ და თავად გამოიტანს დასკვნას. ახლა ამას გნებავთ, სიდედრის პოზიცია დაარქვით, გნებავთ, ჩვეულებრივი ქალისა, რომელიც ყოველთვის აპროტესტებს ყოველგვარ სიყალბესა და სიხარბეს, მით უმეტეს ინტერვიუებში."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100