სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას უწერენ ცნობილი ქართველები ნიკა ლომიძეს და თეა გობეჯიშვილს ნიტას ცეკვის შემდეგ

ნახეთ, რას უწერენ ცნობილი ქართველები ნიკა ლომიძეს და თეა გობეჯიშვილს ნიტას ცეკვის შემდეგ:

მანიკა ასათიანი: ცხარე ცრემლით ვიტირე! ამხელა ემოცია ამ პატარა ნომრით ასე გადმოსცე აი არვიციიიი!!!!!! საოცარი ბავშვია !! ეს ვინ გყოლიიააათ! ბრავო

თიკო მოსემღვდლიშვილი: ეს რა გყააავთ

ნიკოლოზ რაჭველი: ნიტა მგონი 5 წლისაც არ იყო ჩვენს "მუსიკის ჰანგებში" მთავარ როლს რომ ასრულებდა და სიმფონიური ორკესტრის აკომპონიმენტით 30-ზე მეტი სპექტაკლი ითამაშა... მერე გაიზარდა და გადაწყვიტა საბოლოოდ ცეკვის გზას დაადგეს.

ძალიან მაგარი გოგოა, უკიდეგანოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე.
ღმერთს ვთხოვ ისეთი გზით ატაროს ნიტა, რომ არც ისე შორეულ მომავალში ისეთივე მსოფლიო მოცეკვავის სახელი დაიმკვიდროს როგორც ჩვენს ნინოს აქვს, ან როგორც ჯორჯ ბალანჩინმა ასახელა მისი სამშობლო მთელს პლანეტაზე...
P.S. ნიტას მშობლებო მიყვარხართ და გილოცავთ!

ვახო ბიჭიკაშვილი: "ნიტა" თქვენ რაღა გენაღვლებათ?

ნინო არაზაშვილი: ნიტა, ისეთი ემოციური იყო შენი საცეკვაო ნომერი, ისე ასრულებ, სრულიად მონუსხული ვარ. არა იმიტომ, რომ ძალიან ყოჩაღად უწევ დემონსტრირებას შენს ფანტასტიკურ მონაცემებს, არამედ იმიტომაც, რომ საოცარი დრამატულობით წარმოაჩინე შენი როლი. უნიჭიერესი არტისტი ხარ. ყველაზე მაგრად ცეკვავ და თამაშობ იმიტომ, რომ შენმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. შენც თავდაუზოგავად გიყვარს შრომა და ძალიან ბევრს რომ მუშაობდი საკუთარ თავზე, დამსახურებულად მიაღწიე ყველა წარმატებას. ვგიჟდები შენზე, ვაფრენ ისეთი ლამაზი ხარ და ისეთი ნიჭიერი. მიყვარხარ! ნიკა და თეა გილოცავთ! კიდევ უფრო დიდი წარმატებები მომელოცოს თქვენთვის!

ნატო დუმბაძე: ბრავო ნიტა!

მადლობა თეა ნიკა!

დათო ნინო ევგენიძე:

ნიკ შეშლილები ვართ !! დათოს ემოციებს ვერ ვთოკავ. კონკურსს ვულოცავ.

ნინო ჩხეიძე: სასწაული იყო... ნიტა მიყვარხარ და მიყვარხართ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100