სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვებულებაში მყოფი სარკოზი და ბრუნი პაპარაცებმა გადაიღეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და მისი მეუღლე კარლა ბრუნი შვებულებას ხმელთაშუაზღვის პირას, ვარში, ფორტ დე ბრეგანსონში ატარებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი მეუღლეს შვებულების გასატარებლად მოგვიანებით შეუერთდა, თუმცა, აუცილებელი ვიზიტების გამო მისი შეწყვეტა რამდენჯერმე მოუხდა.

ნიკოლა სარკოზი პარიზში 14 ილისისთვის, აღლუმზე დასასწრებად დაბრუნდება. საფრანგეთის პირველი ლედი კი ფორტ დე ბრეგანსონში დარჩება, ის ამ ცერემონიას ფეხმძიმობის გამო არ დაესწრება. კარლა ბრუნი პატარას შემოდგომაზე ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100