სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ვერ მოხვდა ია ნინიძის ქალიშვილი რუსული ახალი ხმის ბრმა ქასთინგზე?

რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობის ია ნინიძის ქალიშვილი, ასევე მსახიობი ნინო ნინიძე რუსულ ახალ ხმაში გამოვიდა, მაგრამ ბრმა ქასთინგზე ვერ მოხვდა, რადგან სანამ მისი რიგი მოვიდოდა მწვრთნელებს გუნდებში ადგილები აღარ ჰქონდათ და ქასთინგი დასრულდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნინომ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო, ვხსნი ქილას რომელშიც უკვე 3 თვეა ვიხარშები. მე ეს გავაკეთე და შევიტანე განცხადება ახალი ხმის მეხუთე სეზონზე და გავიარე ორი შესარჩევი ტური, მაგრამ ვერ მოვხვდი ბრმა ქასთინგზე, რადგან 30 კონკურსანტი ძალიან მალე მოგროვდა. თუმცა შემდეგ წელს მოვხვდები აუცილებლად.

მთავარია კი ის არის, რომ მე საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ეს მხოლოდ დასაწყისია, ახლა მე მაქვს საკუთარი თავის რწმენა და ცეცხლი უკანალზე მომავალი გზისთვის. ეს ძალიან მაგარია. რა იქნება ერთი წლის შემდეგ ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. „ - წერს ნინო ნინიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100