სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის კონცერტამდე Maroon 5-მა მოსკოვში ქართველი გოგოს ქორწილში იმღერა

ბათუმის კონცერტამდე Maroon 5-მა მოსკოვში ქართველი გოგოს ქორწილში იმღერა. ცნობლი ჯგუფი მილიარდერ სამველ კარაპეტიანის ვაჟის, 23 წლის სარკის კარაპეტიანისა და მისი 25 წლის მეუღლის სალომე კინწურაშვილის ქორწილში იმყოფებოდა.

ძვირადღირებულ ცერემონიას 500 კაცი ესწრებოდა. საქორწინო ტორტი სიმაღლით ჭერს სწვდებოდა. რუსული მედიის ცნობით საქორწინო ცერემონია 2 მილიონი დოლარი დაჯდა.

Maroon 5-თან ერთად ქორწილის სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ვერა ბრეჟნევა, ტიმატი, ფილიპ კრკორივი, ნიკოლაი ბასკოვი, ვალერი მელაძე, დიმა ბილანი, სოფია როტარუ, გრეგორი ლეპსი და ალა პუგაჩოვა.

ცნობისთვის ქართველი ლამაზმანი, რომელიც სომეხი მილიარდერის ვაჟზე გათხოვდა მოსკოვში ბიზნესითაა დაკავებული და ინტერნეტი მაღაზია buy-by-me.ru-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. აღნიშნული კომპანია მან მეგობრებთან იანა დემიდოვიჩთან და ვიკტორია კლინოვსკაიასთან ერთად დაარსა და წარმატებასაც მათთან ერთად მიაღწია. ბიზნეს-ლედის სტატუსთან ერთად მოსკოვში სალომეს გემოვნებით ჩაცმისა და სილამაზის გამოც კარგად იცნობენ და ის სხვადსახვა მოდური ჟურნალების სტატიის გმირი არაერთხელ ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100