სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღმერთო მადლობა, რომ ამ მძიმე მარხვაში, მძიმე განსაცდელს მიგზავნი

ღმერთო მადლობა რომ ამ მძიმე მარხვაში, მძიმე განსაცდელს მიგზავნი. ალბათ ღირსი ვარ და ღირსეულად ავიტან ამ განსაცდელსაც“ - ხატია სიჭინავს ფეისბუქ გვერდზე ამ სტატუსის გამოჩენის შემდეგ დრონი.ჯი დაინტერესდა იმით თუ რა ხდება ნოზაძეების ოჯახში.

„რა განსაცდელი მომივლინა ღმერთმა არ მინდა ამის დაკონკრეტება. უბრალოდ პირადია და არამგონია ვინმესტვის საინტერესო იყოს.

თუმცა გეტყვი რომ მე და რამაზს არ გვეხება. ჩვენ ისევ ისე და კიდევ უფრო გვიყვარს ერთმანეთი.

ბავშვებს გლანდების ოპერაციისთვის ვამზადებ და ძალიან განვიცდი და ღმერთმა სხვა განსაცდელი მომივლინა.

ალბათ მაგრძნობინა რომ ოპერაციამდე გავიარე განსაცდელი და ყველაფერი კარგად იქნება.

ორ ბავშვს ოპერაციას ვუკეთებ და ძალიან ვნერვიულობ.“ - განაცხადა ხატიამ დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100