სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი რეჟისორი ძმები, რომლებმაც სქესი შეიცვალეს

მატრიცას რეჟისორი ლილი ვაჩოვსკი, სქესის შეცვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში.

ქალად ქცეული ვაჩოვსკი საზოგადოებამ გასულ შაბათს საქველმოქმედო საღამოზე იხილა. ბევერლი ჰილზში გამართული ღონისძიების მიზანი სექსუალური უმცირესობის კულტურის განვითარებისთვის თანხების შეგროვება გახლდათ და მასზე ლილი სიტყვით გამოვიდა.

ცნობისთვის ლილი, რომელიც წარსულში ენდი ვაჩოვსკი გახლდათ, ოჯახში პირველი არ არის ვინც სქესი შეიცვალა, რადგან ენდიმდე სქესი შეიცვალა მისმა ძმამ ლარიმ და ლანა ვაჩოვსკიდ იქცა.

ლანად ქცეული ლარი საზოგადოებამ 2012 წელს ფილმ ღრუბლიანი ატლასის პრემიერაზე იხილა, 4 წლის შემდეგ კი იგივე მისმა ძმამაც გაიმეორა.

შეგახსენებთ რომ წარსულში ენდი და ლარი და ამჟამად ლანა და ლილი ვაჩოვსკები ფილმებს ძირითადად ერთად იღებენ. მატრიცა, ღრუბლიანი ატლასი, ვენდეტა და სხვა ცნობილი ფილმები მათი ერთობლივი ნამუშევრებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100