სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტებმა ფილიპ კირკოროვის შვილების დედის ვინაობა გაარკვიეს

ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი შვილები უკვე წამოიზარდნენ და ხშირად ჩანან როგორც ყვითელ მედიაში ასევე სხვადასხვა ტელეშოუებშიც, მაგრამ მათი დედის ვინაობას რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი საგულდაგულოდ მალავს.

„გარწმუებთ ჩვენ სრულფასოვანი და ნორმალური ოჯახი გვაქვს. ბავშვები დედამ უნდა გაზარდოს და არა ძიძამ, ამიტომ რათქმაუნდა ჩემ შვილებს დედა ზრდის, ის ნამდვილად არსებობს. უბრალოდ არ უყვარს საჯაროობა, „სვეცკი ცხოვრება“ და ზედმეტი ყურადღება, რის გამოც არ ჩნდება არსად, არ სურს მისი სახელი ჟღერდეს მედიაში.“ - განაცხადა კირკოროვმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში, რადგან რუსეთში ამბობდნენ ეპატაჟური მომღერალი შვილებს მარტო ზრდისო.

ჟურნალისტები იდუმალი ქალის ვინაობის გარკვევის მცდელობაზე ხელს არ იღებდნენ და ბოლოს და ბოლოს გაარკვიეს თუ ვინ არის ის.

ოფიციალურად კირკოროვს არ დაუდასტურებია, მაგრამ უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ბავშვების დედა 49 წლის ბიზნესმენი ნატალია ეფრემოვა გახლავთ, რომელიც წარსულში მოდური ბრენდების მაღაზიის მფლობელი იყო, ბოლო სამი წელია კი კირკოროვისა და ბავშვების მოვლითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია ნატალია და ფილიპი ერთმანეთს უკვე 10 წელია რაც იცნობენ და ახლო მეგობრობა აკავშირებდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100