სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯექსონი მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო მომღერლად აღიარეს

ცნობილი მომღერალი, მაიკლ ჯექსონი, კაცობრიობის ისტორიაში შეუდარებელ და საუკეთესო მომღერლად აღიარეს. აღნიშნული რეზულტატი ათი მილიონი ადამიანის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ჯექსონმა ფრედი მერკურს, ჯონ ლენონსა და ელვის პრესლის აჯობა.

მაიკლ ჯექსონმა საშუალო ქულა, ათიდან 9,02 მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ფრედი მერკურიმ კი 8,39 ქულა დაიმსახურა. ჯექსონსა და მერკურს სიცოცხლის მანძილზე, მეგობრობა და გარკვეული ურთიერთობა აკავშირებდათ. ისინი ოთხმოციან წლებში ერთად მუშაობდნენ რამდენიმე მუსიკალურ რგოლზე, რომლებიც ოცი წლის მანძილზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

როკ-ენ-როლის მეფემ, ელვის პრესლიმ, 7,17 ქულის მოგროვება შეძლო და მესამე ადგილს დასჯერდა. „Guns N ‘Roses“-ის წევრმა, აქსელ როიზმა კი მხოლოდ 6,47 ქულა მოაგროვა.

რაც შეეხება კაცობრიობის ისტორიის საუკეთესო მუსიკოსების ოცეულს, ასე გამოიყურება:

1) მაიკლ ჯექსონი - საუკეთესო ამერიკელი პოპ-მომღერალი.

2) ფრედი მერკური - ჯგუფი „Queen“-ის ლეგენდარული სოლისტი.

3) ელვის პრესლი - ჯგუფ „The Beatles“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი წევრი.

4) აქსელ როუზი - „Guns N ‘Roses“-ის დამფუძნებელი და მისი სოლისტი.

5) ჯონ ლენონი - „The Beatles“-ის დამფუძნებელი და სოლისტი.

6) დევიდ ბოი - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი.

7) რობერტ პლანტი - ბრიტანელი როკ-ვოკალისტი და „Led Zeppelin“-ის წევრი.

8) პოლ მაკარტნი - „The Beatles“-ის წევრი.

9) სტივ უანდერი - საზოგადოდ ცნობილი, ამერიკელი უსინათლო მომღერალი.

10) არეტა ფრანკლინი - სოულის ამერიკელი დედოფალი.

11) მეტ ბალამი - ბრიტანული ჯგუფის, „Muse“-ის წევრი.

12) რეი ჩარლზი - ამერიკელი უსინათლო მუსიკოსი, ჯაზისა და სოულის შემსრულებელი.

13) ჯიმ მორისონი - ამერიკელი მომღერალი, „The Doors“-ის ლიდერი და ვოკალისტი.

14) ბობ მარლი - ცნობილი იამაიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი.

15) ელტონ ჯონი - ცნობილი ინგლისელი მომღერალი და პიანისტი.

16) კურტ კობეინი - ამერიკული საკულტო როკ-ჯგუფის, „Nirvana“-ს ლიდერი.

17) სტივენ ტაილერი - ამერიკული როკ-ჯგუფის, „Aerosmith“-ის ლიდერი.

18) მიკ ჯაგერი - ინგლისელი როკ-მუსიკოსი და „Rolling Stones“-ის წევრი.

19) მარვინ გეი - ამერიკელი მომღერალი და ბლუზის ერთ-ერთი შემქმნელი.

20) ტინა ტერნერი - ამერიკელი მომღერალი და როკ-ენ-რომის დედოფალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100