სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლივ ტაილერი დევიდ ბექემის საუკეთესო მეგობრისგან ორსულადაა

კინოვარსკვლავი ლივ ტაილერი სპორტული აგენტი დევიდ გარნერისგან ორსულადაა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„ჩვენი ოჯახი იზრდება, მე შენ მიყვარხარ დევიდ“ - წერს ლივი სოციალურ ქსელში.

ლეგენდარული სტივ ტაილერის ქალიშვილის განცხადებით პატარა წლის ბოლოსთვის დაიბადება. ბავშვის ნათლია გარნერის საუკეთესო მეგობარი დევიდ ბექემი იქნება.

ცნობისთვის ლივი და დევიდი ქორწინებაში არ იმყოფებიან, ისინი რამდენიმე თვის წინ დაინიშნნენ და ალბათ ქორწილსაც მალე გადაიხდიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100