18 წლის ქართველი გოგონას სილამაზემ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

ნინუცა მჭედლიშვილის გარეგნობა იმდენად ეფექტური და თვალშისაცემია, მის ინსტაგრამ გვერდს გულგრილი ვერავინ ჩაუვლის. გამონაკლისი არც დრონი.ჯი აღმოჩნდა და ლამაზმანის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გადავწყვიტეთ, რისთვისაც თავად ნინუცას დავუკავშირდით.

„ვარ 18 წლის, არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული.

დავიბადე და გავიზარდე კიევში, მაგრამ ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში.

ახლა ვსწავლობ უნივერსიტეტში, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით, ვარ მეორე კურსზე.

ასევე ვეუფლები უცხო ენებს, რადგან ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა.

გარდა ამისა ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, ბავშვობიდან ვარ ანსამბლ იბერიელში, რომელიც კიევშია დაარსებული.“ - განაცხადა ლამაზმანმა დრონი.ჯი-სთან საუბრისას.

კომენტარი