სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორლანდო ბლუმს ინდოეთიდან დეპორტი გაუკეთეს

ორლანდო ბლუმს ინდოეთიდან დეპორტი გაუკეთეს. ქვეყნის კულტურის სამინისტროს მიწვევით ინდოეთში ჩასული კინოვარსკვლავი ბიუროკრატიის მსხვერპლი გახდა.

ინდოეთის დედაქალაქში ჩასულმა მსახიობმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე კვირით ადრე შეკვეთილი ვიზა გაფორმებული არ იყო და თვითმფრინავის დაჯდომიდან 2 საათში ბლუმს ქვეყნიდან დეპორტი გაუკეთეს და ის ლონდონში დაბრუნდა. სასაზღვრო დეპარტამენტმა მსახიობს ქვეყანაში 72 საათით დარჩენის უფლებაც კი არ მისცა, არადა ეს ქვეყნის კანონმდებლობით დაშვებულია.

მოგვიანებით საქმეში გავლენიანი ორგანოების წარმომადგენლები ჩაერივნენ და მეორე დღეს ბლუმი ისევ ჩავიდა ინდოეთში. უცხოური მედიის ცნობით ბლუმი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არის დაკავებული, მისი ვიზიტის მიზეზად კი ინდოეთის როგორც ტურისტული ცენტრის პოპულარიზაცია სახელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100