რუსეთის N1 ტელეწამყვანი ქართველ გოგონას შვილივით ზრდის

რუსეთის ნომერ პირველი ტელეწამყვანის სტატუსის მქონე მსახიობი ივან ურგანტი საკუთარი პირადი ცხოვრებისა და ოჯახის მედიისგან დამალვით არის განთქმული, თუმცა მისი პოპულარობის მაჩვენებელი იმდენად მაღალია, რომ ჟურნალისტები ივანის შესახებ მაინც წერენ.

ახლახანს რუსულ მედიაში გაჩნდა სტატია სადაც საუბარია ურგანტის გერზე, 15 წლის ერიკაზე.

ერიკა ქართველი გოგონაა, მისი მშობლები ნატალია კიკნაძე და ვახტანგ ქუთალია არიან. ვახტანგი ნატალიას პირველი ქმარი გახლავთ, ივანი კი მეორე.

როგორც ცნობილია კიკნაძე ურგანტის პირველი სიყვარული გახლავთ, ტელევარსკვლავს ქართველი ქალი ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდა, თუმცა ნატალია სხვაზე გათხოვდა და ქალიშვილიც შეეძინა.

პირველ ქმართან განშორების შემდეგ ურგანტმა ნატალიას გული მოიგო, ცოლად შეირთო და მის ქალიშვილსაც საკუთარივით ზრდის. როგორც ამბობენ ურგანტს ერიკა ქუთალია ისევე უყვარს როგორც საკუთარი შვილები.

ასევე იხილეთ:

ივან ურგანტმა ქართველ ქალზე დაიწერა ჯვარი

ნატალია კიკნაძე ივან ურგანტისგან ორსულადაა

კომენტარი