ასე მიულოცა ქეთა თოფურიას დედობა გლუკოზამ

ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია დედა გახდა. მისი პირველი ქალიშვილი ოლივია აშშ-ში 15 ივნისს დაიბადა.

ბედნიერი მშობლები მილოცვებს იღებენ, მათ შორის არის მომღერალ გლუკოზას მილოცვაც.

„ჩემი საყვარელი მეგობრები ქეთი და ლევი მშობლები გახდნენ. წარმოუდგენელი სიხარულია როდესაც სახლში ახალი სიცოცხლე იბადება! ბედნიერებას გისურვებთ! გაზარდეთ ჯანმრთელი და ბედნიერი პატარა“ - წერს გლუკოზა ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარი