სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსული ლილი ალენი დაქორწინდა

ლილი ალენმა 11 ივნისს იქორწინა. 26 წლის ბრიტანელი მომღერალი და 33 წლის სამშენებლო კომპანიის მფლობელი, სემ კუპერი დაქორწინდნენ. ცერემონიალზე 100-მდე სტუმარი იყო მიწვეული, მიღებაზე კი ახალდაქორწინებულებთან 300-მდე სტუმარი მივიდა. ლილიმ და სემმა გადაწყვიტეს საქორწინო ხელშეკრულება არ გაეფორმებინათ და არც ფიცი მოუმზადებიათ წინასწარ. წყვილმა თაფლობის თვის გლასტონებრიში გატარება გადაწყვიტა, სადაც 2 წლის წინ ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ცერემონიალზე გახდა ცნობილი, ლილი ალენი მესამე ბავშვს ელოდება. მისი წინა 2 ორსულობა ტრაგიკულად დასრულდა – მომღერალმა პირველი ბავშვი დაკარგა, მეორე კი 6 თვის ასაკში გარდაცვლილი დაიბადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100