სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერ მინისტრმა ცოლად კაცი მოიყვანა

ლუკსენბურგის პრემიერ-მინისტრმა კსავიე ბეტელმა ოფიციალურად იქორწინა მამაკაცზე და გახდა მსოფლიოს რიგით მეორე ხელისუფლების მეთაური, რომელიც ერთსქესიან ქორწინებაში ოფიციალურად იმყოფება.

42 წლის პრემიერის რჩეული 36 წლის ბელგიელი არქიტექტორი გოტიე დესტნე გახლავთ.

საქორწინო ცერემონია დახურული იყო, მას 500 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ბელგიის პრემიერ მინისტრი შარლ მიშელი და ესტონეთის პრემიერი ტაავი რივასი. წყვილს თაფლობისთვე არ ექნება, რადგან ბეტელის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრებია.

ცნობისთვის მსოფლიოს პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც თავისივე სქესის ადამიანზე დაქორწინდა გახლდათ ბელგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ელიო დი რუპო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100