სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუასთან დაშორების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

რამდენიმე დღის წინ დრონი.ჯი-ს რედაქციაში უცნობმა ქალბატონმა დარეკა და გვაცნობა, რომ სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე ერთმანეთს დაშორდნენ, ისიც დასძინა, რომ წყვილმა საერთო სახლიც გაყიდა და ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

სალომესა და გიორგის ოჯახი გარედან ისეთი თბილი და მყარი ჩანდა, უცნობი ქალბატონის სიტყვები ბოროტ ხუმრობად აღვიქვით და ყურადღება არ მივაქციეთ, თუმცა წუხელ პროფილში ამ ინფორმაციის გაჟღერებისა და სალომეს მიერ განქორწინების არ უარყოფის შემდეგ მივხვდით, რომ უცნობი ქალბატონი არ ხუმრობდა, რის გამოც გიორგი ვარდოსანიძეს დავუკავშირდით.

„მოდი ამ კითხვაზე პასუხისგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ და კომენტარს არ გავაკეთებ, ყველას სურვილს პატივი ვცეთ. შეგიძლია სიტყვა სიტყვით ასე დაწეროთ?“ - განაცხადა გიორგი ვარდოსანიძემ დრონი.ჯი-ს ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას აშკარად შესამჩნევი სევდიანი ხმით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100