სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ენისტონი დაინიშნა

სიყვარულმა ასაკი რომ არ იცის, ეს ჯენიფერ ენისტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 42 წლის ენისტონის მარცხენა ხელის არათითზე პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. ჯენიფერის ახალი საყვარელი ჯასტინ ტერუა. ვარსკვლავი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ მან ვერ ააწყო სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან. მისი ახალი ურთიერთობა ტეროსთან კი სულ ორი კვირაა რაც გრძელდება. ენისტონის ბიოგრაფიიდან გამომდინარე კი, ძნელად სავარაუდოა შედგება თუ არა მისი ახალი სიყვარული. ენისტონმა და ტერუმ ერთმანეთი გასულ შემოდგომაზე, ფილმ Wanderlust-ის გადაღებებზე გაიცნეს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას პრედ პიტთან განქორწინების მერე, ქორწინების აღარ სწამს, თუმცა ფაქტია, რომ ტეროუმ ეს შეხედულება ვარსკვლავს ორ კვირაში შეაცვლევინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100