სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

51 წლის ჯონი დეპმა ახალგაზრდა ლამაზმანზე იქორწინა

ჯონი დეპმა და ემბერ ჰერდმა ჩუმად იქორწინეს. საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ წყვილი დაქორწინებას ახალი წლის პერიოდში გეგმავდა, თუმცა ზუსტი დრო არ დასახელებულა.

კინოვარსკვლავის საიდუმლო ქორწინების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც დეპი და ემბერი ფილმ მორდეკაის პრემიერაზე საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ.

ჯონი და ემბერი ერთმანეთს 2012 წლის ზაფხულის შემდეგ ხვდებიან. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონი ვანესა პარადისს დაშორდა.

მოდელი და მსახიობი ემბერ ჰარდი 27 წლისაა, ჯონი დეპი კი 51 წლის გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100