კახი კალაძე ცოლს სცილდება?

თბილისში აქტიურად დადის ხმები იმის შესახებ, რომ კახი კალაძემ, მას შემდეგ რაც "მილანში" ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვერ ხვდება, გუნდის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, კალაძისადმი დაინტერესება უკვე გამოხატა რამდენიმე გუნდმა, მათ შორის კიევის დინამომაც, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა - სად წავა კალაძე, რომელიმე გრანდ გუნდში თუ უკრაინაში, სადაც შესაძლოა თავისი საფეხბურთო კარიერაც დაასრულოს.
გარდა ამისა, ვრცელდება ხმები კალაძის ოჯახური პრობლემების შესახებაც. შეგახსენებთ, რომ კახი ახლახანს დაქორწინდა მოდელ ანუკა არეშიძეზე, რომელიც იტალიაში სამოდელო კარიერის ასაწყობად ჩავიდა.
"დრონი.ჯი" ეცადა ეს ინფორმაცია გადაემოწმებინა კახი კალაძესთან, თუმცა, ვერც მას და ვერც მის მეუღლეს ვერ დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ კახის ბევრი პირადი მეგობარი შევაწუხეთ, რომელთაგან ერთ-ერთმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს".
კახი კალაძე საქართველოს მას შემდეგ აღარ "სწყალობს", რაც იტალიის ნაკრებთან თამაშის დროს უნებლიედ ისე მოიქცა, რომ მოწინააღმდეგის თვით ყველაზე მრისხანე თავდამსხმელსაც კი შეშურდებოდა - კალაძემ თავისივე კარში ორი ავტოგოლი შეაგდო.
მიუხედავად ამისა, კალაძე თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს შორის დღემდე ყველაზე ტიტულოვან ფიგურად რჩება. მას საკლუბო დონეზე თითქმის ყველაფერი აქვს მოგებული. თუმცა, სამწუხაროა, რომ ტიტულოვანის სტატუსთან ერთად კახიმ ავტოგოლების რეკორდსმენის სტატუსიც მოიპოვა.

კომენტარი