დავით აქუბარდიას ვაჟმა ულამაზეს გოგონაზე იქორწინა

ტელეკომპანია კავკასიის დამფუძნებლისა და ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანის დავით აქუბარდიას დიდ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. აქუს უფროსმა ვაჟმა, მამის სეხნია დათომ დღეს ცოლი შეირთო.

„ჩვენი რძალი ირინა გონაშვილია, დღეს იქორწინეს. დათო 22 წლისაა, ირინა კი 20-ის, უკვე 4 წელია ერთმანეთს ხვდებიან“ - განაცხადა დრონი.ჯის-სთან საუბრისას დავით აქუბარდიას უფროსმა ქალიშვილმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ.

კომენტარი