ვინ მოყავს ცოლად გიგა პაპასკირს?

ცნობილი ქართველი დიჯეი გიგა პაპასკირი ქორწილისთვის ემზადება, მისი რჩეულისა და სიყვარულის ისტორიის შესახებ დრონი.ჯი გიგას გაესაუბრა.

„ჩემი რჩეული არის ანი ჩხიტუნიძე 19 წლის, სტუდენტი. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია ანი ჩემს საქმიანობაში. როგორც მე ასევე მასსაც უყვარს ელექტრონული მუსიკა და ეს კიდევ უფრო გვაკავშირებს ერთმანეთთან.

1 წელია რაც ერთად ვართ.

ერთმანეთი გავიცანით მეგობრულ გარემოში, ნუ როგორც ხდება ხოლმე, მოგვეწონა ერთმანეთი და გადავწყვიტეთ დაოჯახება.

უკვე დროა რომ შევქმნა ოჯახი და 30 ოქტომბერს გვაქვს ქორწილი.

ქორწილი გვაქვს რესტორან პლაზა ჰოლში. ჯვარს ვიწერთ ჯვრის მონასტერში და ხელს ვაწერთ კულტურის სახლ ''მუზა''- ს ეზოში. გადავწყვიტე რომ ყოფილიყო თანამედროვე ქორწილი. ქორწილის ბოლოს დაუკრავენ ქართველი ცნობილი დიჯეები (მეგობრები) იქნებიან ცნობილი სახეებიც, მომღერლები და ვფიქრობ რომ დაუვიწყარი დღე იქნება ჩვენს ცხვორებაში.“ - განაცხადა პაპასკირმა დრონი.ჯი-სთან საუბრისას

კომენტარი

×