ვარსკვლავების ყველაზე "ბრიყვული" გამონათქვამები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას...

"ბრძენი" ვარსკვლავები და მათი საოცარი გამონათქვამები

ვარსკვლავები ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამა თუ იმ "მარგალიტი" გამონათქვამით გვახალისებენ...

ბრიტნი სპირსი:
"იაპონიაში წასვლა არასდროს მინდოდა, უბრალოდ, თევზი არ მიყვარს, მე კი ვიცი, რომ იქ, აფრიკაში(!) თევზი ძალზე პოპულარულია. მე ოკეანის გაღმა ქვეყნებში მოგზაურობას ვაპირებ, მაგალითად - კანადაში... მგონი ისევ რაღაც შემეშალა..."

ბრიყვული გამონათქვამების ლიდერია მერაია კერის სიტყვები:
"როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და ამ საცოდავ, მშიერ ბავშვებს ვხედავ, ცრემლს ვერ ვიკავებ. მეც მინდა, მათსავით გამხდარი ვიყო, მაგრამ ტანჯვის, სიკვდილისა და ამის მსგავსი საშინელების გარეშე"...

ბრუკ შილდსი:
"მოწევა კლავს. და თუ თქვენ მოკლული ხართ, თქვენი ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს კარგავთ".

სელინ დიონი:
"როდესაც ძმისშვილი ხელში გაკვდება, ეს ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარია".

სილვესტერ სტალონე:
"ერთადერთი ბედნიერი მსახიობი - მკვდარი მსახიობია, რადგან მხოლოდ მაშინ არ იცვლება. სიკვდილის შემდეგ მე ალბათ ფუნჯი ვიქნები".

ანჯელინა ჯოლი:
"იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა, რომელმაც ძირფესვიანად შემცვალა, არ ვიცი, მაგრამ პირველად სექსი 14 წლის ასაკში მქონდა";

"კერძების მომზადება არ ვიცი. როდესაც ბრედს ვეუბნები, რომ კვერცხის მოხარშვას ვაპირებ, ამას მუქარად აღიქვამს".

კომენტარი