2009 წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონები

პოპულარულმა მამაკაცთა ჟურნალმა AskMen ყველაზე სექსუალური და ცნობილი ქალბატონების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
პლანეტის ყველაზე ლამაზი და მხურვალე ქალბატონები იმ მკითხველებმა აარჩიეს, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ.
ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების გამოვლენისას, მკითხველებმა არა მარტო მათი გარეგნული კრიტერიუმებით შეფასება მოითხოვეს, არამედ ხასიათის, ჭკუისა და იუმორის გრძნობის მიხედვითაც დაასახელეს თავიანთი რჩეული.
„გმადლობთ ბიჭებო“, - აღნიშნა რეიტინგის განარჯვებულმა და ტოპ-ათეულის პირველი ადგილის მფლობელმა, ევა მენდესმა.
პირველი ადგილი: ევა მენდესი. შეუძლებელია ამ ლამაზმანს რომ არ შეხედო. ევა პირველივე შეხედვით იბყრობს პუბლიკას თავისი ნიჭით, სილამაზითა და საზოგადოებაში ღირსეულად თავის დაჭერით. უნიჭიერესმა მსახიობმა, მოდელმა და უბრალოდ, შესანიშნავმა ქალბატონმა დიდი ხანია მსოფლიოს მამაკაცების ყურადღება დაიპყრო და გასაკვირიც არაა, რომ სწორედ ევა მენდესი გახდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალბატონი.
მეორე ადგილი: მეგან ფოქსი. 22 წლის მოდელმა და მსახიობმა მსოფლიო არა მარტო თავისი ლამაზი სხეულით მოინადირა, არამედ ხასიათითაც. ვარსკვლავი თამამად პოზირებს მამაკაცების ჟურნალისთვის და თამამად აცხადებს რომ უყვარს სექსი. მეორე ადგილი მხოლოდ ამით არ დაუმსაუხებია „ცუდ გოგონას“, მიუხედავად ასეთი სითამამისა იგი არც ნარკოტიკებს იყენებს, არც სკანდალების მოწყობა უყვარს და ნასვამ მდგომარეობაშიც არ ჯდება საჭესთან. ეს კი ჩვენს დროში ძალზედ მოდურია.
მესამე ადგილი: მარისა მილერი. მხოლოდ სახელი მარისა მამაკაცებს გულის ფრიალს აწყებინებს. „ვიქტორია სეკრეტის“ კიდევ ერთი ანგელოზი რეიტინგის მესამე ადგილზეა და სულ რაღაც ორი ნაბიჯი აშორებს პირველობისგან. მოდელის სექსუალური სხეულისა და მომაჯადოვებელი სილამაზის გამო, რომელიც არა მარტო მამაკაცების, არამედ ქალბატონების ყურადღებასაც იზიდავს, უფრო მონდომებითა და ენთუზიაზმით ყიდულობენ „ვიქტორია სეკრეტის“ პროდუქციას.
მეოთხე ადგილი: კილი ჰეიზელი. ცნობილი მოდელი კილი ჰეიზელი, რომელსაც არასოდეს ერიდებოდა თავისი სექსუალური ფორმების ჩვენება, ერთდროულად მსოფლიო პრობლემების გადაჭრაშიც არის აქტიურად ჩართული. შეგახსენებთ, რომ მოდელი მკერდის კიბოსთნ მებრძოლ ორგანიზაციეთან თანამშრომლობს. ამიტომ არ არის გასაკვირვი, რომ კეილიმ მეოთხე ადგილი დაიკავა.
მეხუთე ადგილი: ენი ჰეტუეი. ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა შოკში ჩააგდო საზოგადოება, როდესაც მოულოდნელად დაშორდა თავის იტალიელ ბიზნესმენ ბოიფრენდს. დაშორების შემდეგ ენიმ მალევე გამოაცხადა, რომ ღირსეული და დამოუკიდებელი ქალბატონია და რომ კვლავ აგრძელებს ნამდვილი სიყვარულის ძებნას. სავარაუდოთ, ჟურნალ AსკMენ მკითხველებმა მარტოხელა მიმზიდველი ქალბატონისთვის კომპლიმენტის გაკეთება გადაწყვიტეს და მეხუთე ადგიზეც განათავსეს.
მეექვსე ადგილი: ალექსანდა ამბროსიო. შვილის გაჩენამ სულაც არ შეუშალა ხელი ბრაზილიელ ტოპ-მოდელს რეიტინგის მეექვსე პოზიციის დაკავებაში. სექსუალური სხეული და ბრწყინვალე კარიერა მოდის სამყაროში სისტემატურად ანიჭებს ვარსკვლავს „მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალბატონის“ წოდებას.
მეშვიდე ადგილი: სკარლეტ იოჰანსონი. ახალი ფილმის „ვიკი კრისტინა ბარსელონა“-ს ნახვის შემდეგ, სადაც მსახიობი მხურვალედ კოცნის მომხიბვლელ პენელობა კრუზს, მსოფლიოს ყველა მამაკაცმა სკარლეტს რაიან რეინოლდსთან ქორწინება „აპატია“. ეს კოცნა დიდი ხნით დარჩება ყველა მამაკაცის მეხსიერებაში!
მერვე ადგილი: რიჰანა. ბარბადოსელ ლამაზმანს შეუძლია არა მარტო მსმენელის, არამედ მაყურებლის არაჩვეულებრივად მოხიბვლა. ახალგაზრდა ვარსკვლავს არაჩვეულებრივად გამოსდის და უყვარს მაყურებელთან ფლირტაობა, რაც მის უნიკალურ სახეს განსაკუთრებულ შარმს ჰმატებს. ნიჭიერი მომღერალი პოპ-მუსიკის შემსრულებლებს შორის სამაგალითო და მისაბაძი გახდა, ამიტომ უამრავი მამაკაცი მსგავს რეიტინგებში სწორედ რიჰანას ანიჭებს უპირატესობას.
მეცხრე ადგილი : ქრისტენ ბელი. „ვერონიკა მარსისა“ და „გმირების“ სერიალების ვარსკვლავი ყოველთვის გამოირჩეოდა რომანტიზმით, რითაც ჟურნალ AskMen მკითხველების ყურადღება მიიქცია.
მეათე ადგილი: ქეით ბეკინსელი. ეს ვარსკვლავი იმ ლამაზმანი მსახიობების სიას მიეკუთვნება, რომლებსაც არა მარტო გარეგნობით შეუძლიათ მაყურებლის დაპყრობა, არამედ არაჩვეულებრივი მსახიობური ნიჭითაც. სწორედ ასეთმა იშვიათმა ნიჭმა მიანიჭა მსახიობს ჟრნალ AskMen რეიტინგის მეათე ადგილი.

კომენტარი