სამეფო ოჯახის ექიმი თვლის, რომ კეიტ მიდლტონი უნაყოფოა

სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეიტ მიდლტონს შვილის გაჩენა არ შეუძლია, ამერიკულმა ჟურნალმა, „In touch weekly”–მ გაავრცელა.

სტატიის ავტორის მტკიცებით, აღნიშნული ვითარება ორმა წყარომ დაადასტურა: კამილა პარკერ–ბოულზმა, პრინცი უილიამის დედინაცვალმა, ანგარიშმიუცემლად ილაპარაკა აღნიშნულ თემაზე პირად საუბარში. მსგავსად თავშეუკავებელი აღმოჩნდა სამეფო ოჯახის ექიმიც.

ამ უკანასკნელის თქმით, დაავადებებმა, რომლებიც კეიტმა ბავშვობაში გადაიტანა, გართულებები გამოიწვია. ახლა კი სამეფო ტახტის მემკვიდრის ამ ქვეყნად მოვლინების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბავშვის შვილად აყვანა სამეფო ოჯახისთვის იკრძალება, ასე რომ ეს გამოსავალი არ არის. ამასთანავე, თუ კეიტს ქორწინებიდან ცხრა თვის განმავლობაში შვილი არ შეეძინება, ეს იქნება ორასწლიანი ტრადიციის დარღვევა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში.

კომენტარი