სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ენისტონის ახალი სასიყვარულო რომანი

ბრედ პიტის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ ენისტონმა ახალი რომანი წამოიწყო. ენისტონის რჩეული მსახიობი ჯასტინ ტერუ გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა დასვენების დღეები ერთად გაატარა. აღსანიშნავია, რომ ენისტონს არ უყვარს, როცა პუბლიკა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ოფიციალურ განცხადებამდე იგებს.

რამდენიმე დღის წინ , ჯასტინი ჯენიფერის სახლში შეამჩნიეს. წყვილი ბევერლი–ჰილზის ერთ–ერთ სასტუმროში გაემართა, სადაც რომანტიულ გარემოში ივახშმეს. ამასთანავე, მსახიობმა დახურული საღამო მოაწყო უახლოესი მეგობრებისთვის და თავისი რჩეულისთვის.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენისტონმა რენე ზელვეგერს საქმრო წაართვა. ამბობდნენ, რომ ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ენისტონი კვლავ ერთად იყვნენ. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ენისტონი ერთად თამაშობენ ფილმში „დაპირება არ ნიშნავს დაქორწინებას“. იმ დროისთვის მსახიობები ირწმუნებოდნენ, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, კუპერმა განაცხადა, რომ ენისტონი უყვარს.

სწორედ ეს მიზეზი გახდა რენე ზელვეგერისა და ბრედლი კუპერის დაშორების მიზეზი. ზელვეგერმა მეგობარ ბიჭს ულტიმატუმი წამოუყენა: თუ მსახიობი ბავშვის ყოლაზე არ დათანხდებოდა, მაშინ მათი ურთიერთობა დასრულდებოდა. იმ დროისთვის, როცა რენე საქორწილო გეგმებს აწყობდა, კუპერი ენისტონთან ურთიერთობით ერთობოდა. ახლა კი გავრცელებული ინფორმაციით, ჯენიფერმა ახალი მეგობარი იპოვნა, კუპერი და ზელვეგერი კი ერთმანეთს დააცილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100