სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობინ უილიამსი გარდაიცვალა - მსახიობმა თავი მოიკლა

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი რობინ უილიამსი დაიღუპა. 63 წლის მსახიობი
ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული იმყოფებოდა თუ არა მსახიობი ალკოჰოლის, ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით მან თავი მოიკლა. უილიამსი ღრმა დეპრესიაში იყო.

უილიამსი მინესოტას შტატში რეაბილიტაციურ კლინიკაში ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მკურნალობდა. 80-იან წლებში რობინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს აქტიური მომხმარებელი იყო. ჯანმრთელ ცხოვრებას მსახიობი დიდი ძალისხმევის შედეგად დაუბრუნდა, თუმცა,მოგვიანებით კვლავ ალკოჰოლს დაუბრუნდა.



რობინ უილიამი მხატვრულ ფილმებში 1980-იანი წლებიდან მონაწილეობდა. მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვი. ასევე არის ორი ემის, სამი ოქროს გლობუსის, მსახიობთა გილდიის ორი ჯილდოსა და ხუთი გრემის მფლობელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100