ქართველი დიზაინერი, რომელმაც რუსებს ქართულ წარწერიანი მაისურები ჩააცვა (ფოტო)

ბესარიონი ქართველი დიზაინერია, რომელიც უკვე 13 წელია რუსეთში მოღვაეობს. იგი რუსულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურ და ორიგინალურ დიზაინერად ითვლება. უამრავი ჩვენება, წარმატება და სახელი უკავშირდება ბესარიონ რაზმაძის სახელს, თუმცა საქართველოში მას მაინც ნაკლებად იცნობენ. სწორედ ის აცმევს ჯგუფ "ა სტუდიოსა" და ქეთა თოფურიას.
ბოლო დროს ბესარიონი განსაკუთრებით ცნობილი გახდა მისი მაისურებით, რომლებსაც "იესო" და "სიყვარული" აწერია. ქართულ წარწერებიანი მაისურები კი მთელმა რუსეთმა მოირგო. მათ შორის ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც სერგეი ლაზარევი, პალინა გაგარინა და სხვები არიან.

კომენტარი