სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილს წმინდანად შერაცხავენ, კოსმოშში კი "ჩაკრულოს" ნაცვლად ბერას ჰიპ-ჰოპს გაუშვებენ

ინტერნეტ მედია სივრცეში bikineaks.com გამოჩნდა, რომლის სლოგანია მიიღე დეზინფორმაცია პირველებმა... „მედია“ საშუალება გამოირჩევა ძალიან კრეატიული, მყვირალა და შოკისმომგვრელი სათაურებით. გთავაზობთ რამდენიმე დეზინფორმაციულ სტატიას. კოსმოსში “ჩაკრულოს” ნაცვლად ბერას “ჰიპ ჰოპ ვალსს” გაუშვებენ

ნასას ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კოსმოსში ჩაკრულოს ნაცვლად ბერას “ჰიპ ჰოპ ვალსს” გააგზავნიან. როგორც ნასას მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, 21-ე საუკუნე ინოვაციების საუკუნეა და დადგა დრო კოსმოსსაც ვაჩვენოთ, რომ დედამიწაზე ადამინების მუსიკალურმა გემოვნებამ, 1977 წლის შემდეგ, დიდი პროგრესი განიცადა.

ჩაკრულო კოსმოსში ნასამ 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინიშვილის შესრულებით გააგზავნა.

2012 წელს გაჟღერებული მომღერალ ბერა ივანიშვილის სიმღერა “ჰიპ ჰოპ ვალსი” ქართულმა მხარემ კოსმოსში გასაგზავნად ნასასთან ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმა და სავარაუდოდ ის კოსმოსში 2014 წლის ბოლომდე გაიგზავნება.

“ბერას “ჰიპ ჰოპ” ვალსი არის ის სიმღერა, რომელმაც ძალიან მალე მოახერხა მსმენელთა გულების დაპყრობა და რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ახალგაზრდებში, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებშიც. სწორედ ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი ამ სიმღერაზე. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ აღნიშნულ მუსიკას იუთუბზე 500 000_ზე მეტი ნახვა აქვს”-აცხადებს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია.

ბიძინა ივანიშვილს წმინდანად შერაცხავენ

როგორც ცნობილი გახდა, საპატრიარქო უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილის წმინდანად შერაცხვას გეგმავს.

“ვითვალისწინებთ საზოგადოების უდიდეს სურვილს, ასევე ბატონი ბიძინას მიერ წლების მანძილზე ნაკეთებ კეთილ საქმეებს, იმ ღვაწლს რაც მან სამშობლოს წინაშე 2012 წელს გაიღო და საპატრიარქო ერთსულოვნად ვიღებთ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის წმინდანად შერაცხვის შესახებ”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, თუ სოციალურ ქსელებზე გავრცელებული მომხმარებელთა კომენტარებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, სიახლეს ბევრი მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

ქალიშვილობა აღდგენილი პირების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური აღარ იქნება

პარლამენტმა პირველივე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია ქალიშვილობა აღდგენილი პირების შესახებ კონფიდენციალური აღარ იქნება. ინფორმაციის გასაჯაროებაზე იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს. შეიქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ყველა პაციენტის მონაცემები. აღსაღნიშნავია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება პირადი ნომრის მიხედვით მისთვის საინტერესო პიროვნების გადამოწმება.

კანონი ძალაში 2014 წლის სექტემბრიდან შევა და როგორც პარლამენტში განმარტავენ ის ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებით არის გათვალისწინებული.

საქართველოში 2025 წლისთვის, ქალების 64% გაუთხოვარი იქნება

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2025 წლისთვის, ქალების 64% გაუთხოვარი იქნება. აღნიშნულ დასკვნას “მსოფლიო სტატისტიკის ცენტრი” აქვეყნებს და ის შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა:

1. თუ 1995 წლამდე საქართველოში ყოველი მესამე ბიჭი იბადებოდა, ეს მაჩვენებელი 1995 წლის შემდეგ შეიცვალა და დღეისათვის მამრობითი სქესით ყოველი მეექვსე იბადება.

2. ოფიციალური მონაცემებით ქართველი ქალბატონების მხოლოდ 3%-ია გათხოვილი არაქართველ მამაკაცზე.

3. ოფიციალური მონაცემებით ქართველი მამაკაცების 14%-ია ქორწინებაში არაქართველ ქალბატონზე.

4. მდედრობითი სქესის 12% რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, რაც გათხოვების ნაკლებ შანსს უტოვებს გასათხოვარ ქალბატონებს.

5. საპენსიო ასაკს მიღწეული მამაკაცების 17% პროცენტი არასდროს ყოფილა ქორწინებაში.

6. გამოკითხვებში ქართველი ქალბატონების 81% აცხადებს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია ცოლად სხვა ეროვნების ადამიანს გაყვეს, 11%-ს აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია, ხოლო 8 პროცენტი აცხადებს, რომ მათთვის მთავარი გათხოვებაა და წარმომავლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია.

7. იმ ქალბატონთა 95%, რომლებიც ამბობენ რომ ცოლად გაყვებიან არაქართველ მამაკაცს, როგორც აღმოჩნდა არ აპირებენ ცხოვრება განსხვავებული რელიგიის მატარებენ ადამიანს დაუკავშირონ.

“მსოფლიო სტატისტიკის ცენტრი” ა.შ.შ-ში 1989 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს მსოფლიო მაშტაბით ყველაზე სანდო და ობიექტური ორგანიზაციის იმიჯს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100