სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკი მეზობლებს აწუხებს

თინა კანდელაკის რესტორნის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ხმაურიანმა საღამოებმა შეაწუხა. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მოხუცები გამოთქვამენ, რომელსაც კანდელაკის ბიზნესმა ძილი და მოსვენება დაუფრთხო.

პლიუშჩიხის ქუჩის ნომერ 58–ის მცხოვრებლებმა, რომლის სიახლოვეს ტელეწამყვანმა, ერთი წლის წინ, ქართული რესტორანი „თინათინი“ გახსნა, პოლიციას განცხადებით მიმართეს. შეწუხებული რუსები ირწმუნებიან, რომ რესტორანში, ზედ მათ ფანჯრებთან, ხმამაღალი მუსიკა და ხმაური გამუდმებით ისმის, რომელიც ღამეც კი არ წყდება.

„ეს ხომ პირველად არ ხდება, ყველაფერი ზღვარს გადავიდა და ჩვენ ძალიან დავიღალეთ. ბავშვები ითხოვენ, რომ მუსიკას დაუწიონ, მაგრამ კანდელაკს არაფერი აინტერესებს. ჩვენ კი მოხუცები ვართ და წყნარი ცხოვრება გვინდა. კეთილი ინებონ და პატივი გცენ“ – განაცხადა ერთ–ერთმა პენსიონერმა ქალბატონმა.

მცხოვრებლების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს „თინათინის“ ხელმძღვანელებს, მაგრამ მათი თხოვნები „ხმად მღაღადებლისა“ რჩება და მეორე დღეს, ანალოგიური სიტუაცია მეორდება. საზაფხულო სეზონის დადგომასთან ერთად, ქართულ რესტორანში ხმაურმა იმატა, რაც მეზობლებისათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

სამსაათაინი მუსიკალური „ჭექა–ქუხილის“ შემდეგ, გამწარებულმა მოხუცებმა პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ყველანი ერთად წავიდნენ განყოფილებაში და განცხადება დაწერეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს და ბოლოს ეს უმსგავსობა შეწყდეს, ხოლო რესტორნის მეპატრონეებმა, თავის მხრივ, პირობა დადეს, რომ მუსიკას დაუწევენ.

კანდელაკის რესტორნის მესვეურები ირწმუნებიან, რომ კავკასიურ ცეცხლოვან ჰანგებს აქამდეც წყნარ ხმაზე უკრავდნენ, ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როცა ხმაურიანი საღამო მოაწყვეს. მოკლედ, ყველას თავისი სიმართლე აქვს. თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ, რესტორნის ძველებურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, თინა კანდელაკს მოხუცების უპატივცემულობა, საბოლოო ჯამში, შეიძლება საკმაოდ ძვირი დაუჯდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100