სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ბალეტის ვარსკვლავს პროსტიტუციაში დასდეს ბრალი

ადვოკატი სერგეი ჟორინი ირწმუნება, რომ რუსი ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა მას ინტიმური ხასიათის მომსახურებას სთავაზობდა. იურისტმა აღნიშნული ფაქტი უკვე აცნობა პოლიციას და პრიმა ბალერინას წინააღმდეგ ადმინისტრაციული კანონდარღვევის ბრალდებით საქმე აღიძრა.

რია ნოვოსტის ცნობით დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, რუსული ბალეტის ვარსკვლავს ფულადი ჯარიმა, 2 ათასი რუბლი დაეკისრება.

ბალერინას წარმომადგენელი კი ადვოკატის სიტყვებს ბოდვას უწოდებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულთან დაკავშირებით ვოლოჩკოვას არც კი შეხმიანებიან. „ეს მტრების ხუმრობაა“-აცხადებს ბალერინას ადვოკატი ალექსანდრე დობროვინსკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100