სერიალ „ექიმ ჰაუზს“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ტოვებს

კლინიკის მთავარი ექიმის, კადის როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ლიზა ედელშტაინმა სერიალიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

ლიზა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, ომარ ებსთან და რობერტ შონ პერსნარდთან ერთად, რომლებიც სატელევიზიო შოუში თავდაპირველ შემადგენლობასთან ერთად დარჩნენ.

ედელშტაინი მერვე სეზონში აღარ დაბრუნდება, ეს კი იმას ნიშნავს რომ მისი და ჰიუ ლორის გმირების სასიყვარულო ურთიერთობა აღარ აღდგება. მსახიობმა ამ ნაბიჯით 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე თქვა უარი. მისი წასვლით, ოლივია უოლდი სერიალის ერთადერთი მუდმივი მსახიობი ქალი გახდა.

ლიზა ედელშტაინმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა: „დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე პროექტის დატოვება, რადგან წინსვლაა აუცილებელი. მართალია გული მწყდება ჩემი გმირის მიტოვებით, მაგრამ რამდენიმე შემოთავაზებაზე უარი ვერ ვთქვი და ეს ნაბიჯიც აღნიშნულმა ვითარებამ გადამადგმევინა.“

აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის დატოვებაზე განცხადება უშუალოდ ექიმი ჰაუზის როლის შემსრულებელმა, ჰიუ ლორმაც გააკეთა. უაღრესად კარგი ტელესერიალი შეყვარებული წყვილის გარეშე დარჩება.

კომენტარი