სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო გაჩეჩილაძე: ვეცდებით შემდეგ ტურებზე შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ

ორი ვარსკვლავის პირველი ტურის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ, სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა.

„მეგობრებო! დღეს პირველად ვიმღერე ცოცხლად პროფესიონალურ სცენაზე როგორც არაპროფესიონალმა მომღერალმა. საკმაოდ ვღელავდი... იმედია ძალიან მკაცრები არ იქნებით ჩვენი შეფასების დროს, ვეცდებით შემდეგ ტურებზე შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ!“ - წერს ნინო გაჩეჩილაძე.

აღსანიშნავია, რომ ორი ვარსკვლავი საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. კრიტიკული ფეისბუქ სტატუსების წაკითხვის შემდეგ, ნინოს უფროსმა დამ, მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს ამდენი კრიტიკა და კომპეტენტურობა რის საფუძველზე გაქვთ?“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100