სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილმა ტელეწამყვანმა თბილისის ზოოპარკში დაიწყო მუშაობა

წარსულში ცნობილი ტელე-რადიო წამყვანი მზია შარაშიძე, რომელსაც საზოგადოება იცნობს ფსევდონიმით ლუკა თბილისის ზოოპარკის თანამშრომელი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

„გამარჯობა, მე მზია ვარ. თბილისის ზოოპარკის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მენეჯერი და ამ გვერდის ახალი ადმინისტრატორი.

რამ მომიყვანა თბილისის ზოოპარკში? ცხოველების დიდმა სიყვარულმა... და იმედი მაქვს, თქვენც გადმოგდებთ ამ სიყვარულს, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანები, რომლებსაც ეს ბეწვიან-ბუმბულიანი, რქიან-ფაფრიანი და ფრთიან-ხორთუმიანი არსებები უყვართ, ბევრად უფრო კეთილები, ჰუმანურები და შემწყნარებლები არიან არა მხოლოდ ფაუნის წარმომადგენლების, არამედ ერთმანეთის მიმართაც.

დიდი პასუხისმგებლობაა, როცა კარგ, თანაც ძალიან კარგ თანამშრომელს ანაცვლებ. ცოტას ვღელავ-კიდეც. არ მინდა, იმედი გავუცრუო ამდენ ერთგულ მეგობარს.

მოკლედ... ჩავისუნთქეთ... და დავიწყეთ

კეთილი იყოს ჩემი ფეხი თბილისის ზოოპარკში.“ - წერს წერს მზია შარაშიძე, იგივე ლუკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100