სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Lady Gaga და Madona ნათესაურ კავშირს მალავდნენ

უცნაურმა მსგავსებამ Lady Gaga–სა და Madona–ს შორის საბოლოოდ აიხსნა. პოპ–ვარსკვლავები ნათესავები აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ არცერთ მომღერალს აღნიშნულ ფაქტზე არასდროს უსაუბრია.

მსოფლიო ესტრადაზე გამოჩენის პირველი დღიდანვე პოპ–ვარსკვლავებს საზოგადოება ერთმანეთში ურევს. მსგავსება იმდენად დიდია, რომ 25 წლის Gaga, არც თუ ისე იშვიათდ დებს ბრალს 52 წლის Madona–ს მიბაძვასა და პლაგიატში.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მსგავსებაში „დამნაშავე“ გენებია. პოპ–ვარსკვლავები მეცხრე თაობის ნათესავები აღმოჩნდნენ. მეჩვიდმეტე საუკუნეში Lady Gaga–სა და Madona–ს შთამომავლები საფრანგეთიდან კვებეკში გადავიდნენ საცხოვრებლად. იმას გარდა, რომ მომღერლების მსგავსების მიზეზი აიხსნა, გაირკვა, რომ მათ ძარღვებში ფრანგული სისხლი სჩქეფს. ამასთანავე Madona გვენ სტეფანის ნათესავია. Lady Gaga კი ელტონ ჯონის შვილის ნათლიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100