სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი კაბები იქნება მოდაში 2014 წელს?

2014 წელს კაბა ძალზედ აქტუალური იქნება. სწორედ ის გახდება ამ წელს მოდურობის მთავარი ატრიბუტი, მხოლოდ კაბა ან კაბა პალტოს და პლაშის ქვეშ აი 2014 წლის მთავარი ტენდენცია.

მოდური იქნება აღმოსავლური სტილი, ჩინური კაბები და იაპონური კიმონოები. ასეთი სტილის კაბები მრავლად არის Philosophy di Alberta Ferretti-ის,Vera Wang-ის და Louis Vuitton-ის 2014 წლის კოლექციებში.

ნაჭერი - მოდური იქნება შიფონი და ტყავი. თუ არჩევანს ტყავის კაბაზე გააკეთებთ უპირატესობა მიანიჭეთ შავს ან პასტელისფერს, სილუეტი კი სპორტული მაისურისმაგვარი უნდა იყოს. ხოლო თუ აირჩევთ შიფონის ნაჭრს, მაშინ მოგიწევთ უპირატესობა მიანიჭოთ თეთრ ფერს, რადგან შიფონი ქალის სხეულის ყველა მშვენებას ხაზს უსვამს. გარდა ამისა შიფონის კაბა უნდა იყოს კრძელი და ფარავდეს ტერფებსაც კი.

კაბის სიგრძე - 2014 წელს მოდური იქნება მუხლს ქვემოთ კაბები, სასურველია, რომ კაბა ფარავდეს წვივის ნაწილს. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ Fendi-ს ან Narciso Rodriguez-ის კაბები.

კაბის ფერი - 2014-ში. მკვეთრი, თვალშისაცემი და მზიანი ფერები. მიანიჭეთ უპირატესობა ზურმუხტისფერ, ფორთოხლისფერ და მუქ ლურჯ კაბებს. აქტუალური იქნება როგორც ერთი ფერის (მაგალითისთვის.Christopher Kane-ის ან Prada-ს მოდელები) ასევე ორფერი და ჭრელი კაბებიც. (მაგალითისთვის Versus-ის და Louis Vuitton-ის მოდელები)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100