სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაია ქერი ახალშობილ ტყუპებს ალკოჰოლით „კვებავს“

მომღერალი მერაია ქერი, რამდენიმე დღის წინ ტყუპების დედა გახდა. შოუბიზნესის ვარსკვლავისთვის, ახალ აპლუას ხელი არ შეუშლია, რომ ცხოვრებას ძველი წესებით მიჰყვეს და არც ალკოჰოლის მიღებაზე ამბობს უარს. ასე გავრცელდა ხმა, მერაიას ახალ სკანდალთან დაკავშირებით.

ამის გამო, მას ჯერ კიდევ სამშობიაროში, ბავშვთა დაცვის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ესტუმრა. მან ვარსკვლავი ახალშობილთა ძუძუთი კვების პერიოდში, ალკოჰოლური სასმელის მიღებაში დაადანაშაულა.

სინამდვილეში კი ვითარება სხვაგვარი იყო. მერაიას რძის სწრაფად გამომუშავებისთვის, ლუდის დალევა მედდამ ურჩია, ქერი ასეც მოიქცა და ამ პროცედურამ გაამართლა.

ჭორების მოყვარულებმა, კი ამ ფაქტს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცეს. მომღერლის პროდუსერები ეჭვობენ, რომ „ვიღაცას“, სოციალური მუშაკის სტუმრობის ფაქტის ფირზე აღბეჭდვა და პაპარაცებისთვის მიყიდვა სურდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100