სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სვეტიცხოველში უფლისწულ გიორგის ნათლობა იგეგმება

უფლისწული გიორგი ბაგრატიონბაგრატიონის მეგობართა კლუბი განცხადებას ავრცელებს. „უფლისწული გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონის მეგობართა კლუბი დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ 2013 წლის 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 12:30 საათზე გაიმართება უფლისწული გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ–ბაგრატიონის ნათლობა. ნათლობას აღასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მითროპოლიტი ილია II“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100