სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკანასკნელი საუკუნის ყველაზე გავლენიანი ფილმები ვიკიპედიის მიხედვით

როდესაც საუბარია ფილმის სიკარგეზე, რთულია განსაზღვრო, რომელია საუკეთესო, რადგან ეს საკითხი გემოვნების ამბავია. ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ფილმებსაც კი ჰყავთ თავიანთი ფანები. რაც შეეხება ფილმის გავლენას, მისი კვლევა და განსაზღვრა შედარებით მარტივია, მით უმეტეს, როდესაც ვიკიპედიას დახმარებას იყენებთ.

სტატისტიკაში განხილულია ვრცელი სია, რომელიც მოიცავს 1916 წლიდან დღემდე გამოსულ ფილმებს. სია შედგენილია იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად არის ესა თუ ის ფილმი მოძიებული ან რამდენად ხშირად არის ფილმის სათაურზე განხორციელებული კლიკი ვიკიპედიას საძიებო საიტზე.

სტატისტიკის თანახმად ბოლო ათწლეულში გამოშვებულ ფილმებს შორის მაყურებელზე ზეგავლენის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა Titanic, ხოლო 70-იანი წლების პერიოდში – ორიგინალი Star Wars. რაც შეეხება მთლიანი სტატისტიკის ლიდერს, ეს გახლავთ 1940 წელს გამოსული ფილმი Citizen Kane.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიკიპედიას მომხმარებელთა მხოლოდ 13% წარმოადგენს მდედრობით სქესს, ხოლო დანარჩენი მამრობითს, შესაძლოა ზემოთხსენებული სტატისტიკა ორივე სქესის წარმომადგენლის თანაბარი პროპორციის არსებობისას განსხვავებული ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100