სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს ნინა წკრიალაშვილის ვაჟი დედის სკანდალურობაზე?

„ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, არ გინდათ მკითხოთ სინამდვილეში რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში??? იქნება და ისეთ საინტერესო ამბავს გიყვებით არჩევნების თემაც რომ გადაფაროს???? არ გინდათ და ნუ გინდათ. წერეთ, იმკითხავეთ და თუ ვინმე ჩემს მეგობართან გადაღებული ფოტო ვერ მოიძიეთ მთხოვეთ და დაგეხმარებით. დასამალი, რომ იყოს ფბ ზე დავდებდი??? როგორ ფიქრობს თქვენი შეღუდული გონება????“

აღნიშნული სტატუსი ნინა წკრიალაშვილმა ფეისბუქზე მას შემდეგ გამოაქვეყნა რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მისი და გურამ ტატიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ ნინას და გურამს რომანი ჰქონდათ.

წკრიალაშვილის ფეისბუქ სტატუსის შემდეგ droni.ge-მ გადაწყვიტა მომღერალს დაკავშირებოდა და გაერკვია რა ხდება მის პირადში (სტატიების რეიტინგზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ მკითხველს ეს თემა ძალიან აინტერესებს).

პირველ რიგში ფეისბუქ სტატუსსზე მინდა გკითხოთ, მართლა ხდება თქვენს პირადში რაღაც ისეთი, რაც არჩევნების თემას გადაფარავს თუ ეს უბრალოდ სტატუსი იყო?

ეს იყო უბრალო სტატუსი და გადავწყვიტე, რომ საერთოდ აღარაფერზე გავაკეთო კომენტარი იმიტომ, რომ სისულეგეებს მიწერენ და მართლა, რომ რამე ვთქვა არ ვიცი რას დმიწერენ. ძალიან დავიღალე და შევწუხდი.

ანუ თვლით, რომ ძალიან იჭრებიან ჯურნალისტები თქვენს პირად ცხოვრებაში ფეისბუქის საშუალებით?

რა თქმა უნდა ფეისბუქი ვირტუალური სამყაროა და თუნდაც ღამით, რომ არ გეძინება შედიხარ და მეგობრები ვხუმრობთ არ ვიცი ამას ვინ როგორ აღიქვამს მაგრამ ხომ არ შეიძლება პრესის ფურცლებზე სხანაირად გადატანის საშიშროების გამო ხუმრობისა და კომუნიკაციის სურვილი დავკარგოთ.

გარდა ამისა შემაწუხებელია კომენტარებიც, თუ ვინმეს უხარია სხვისი ლანძღვა და ეს სიამოვნებას ანიჭებთ არ ვიცი, მაგრამ ვიცი რა კატეგორიაც წერს და ილანძღება. შეუმდგარი მახინჯი ადამიანები. რომლებსაც არ გააჩნიათ თავისი პირადი ცხოვრება და ლანძღავენ ყველას განურჩევლად სქესისა, დებენ მიწაში. მე გულწრფელად მეცოდებიან ესეთი ადამინები მათ ვუსურვებ მალე ისეთი ცხოვრება ქონოდეთ, რომ არ ეცალოთ სხვისი ცხოვრების ქექვისთვის.

ბევრი ჭორი და სკანდალი ყოფილა თქვენს გარშემო, მაგრამ ძალიან გაგაღიზიანა თქვენსა და გურამ ტატიშვილზე აგორებულმა ჭორმა. „თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ“ - ესეთი კომენტარი გაუკეთე ამ ჭორს შენს ფეისბუქზე და რატომ გქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია? იქნებ ამის მიზეზი მისი ოჯახია?

არა რა პრობლემები მე და გურამი მეგობრები ვართ და ძალიან ბევრი ვიცინეთ, კომენტარიც კი დავწერე გურამ მალე ამოდი სახლშითქო ვხუმრობდით მსგავს რაღაცეებს, ალბათ ეს ვეღარ იპოვნეს. ვერ გამიგია რატომ უკვირთ, რომ შეიძლება გოგოს და ბიჭს შორის იყოს მეგობრობა. მეგობარი ბიჭი არ გყავთ?

კი როგორ არა.

მეც ძალიან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბავშობიდან ბიჭი მეგობარი მეტი მყავდა ვიდრე გოგოები, ვფიქრობ ბიჭებს უფრო კარგი მეგობრობა შეუძლიათ. რამდენჯერაც დავდე ფეისბუქზე ფოტო ჩემს ბიჭ მეგობრებთან გამაგიჟეს ისეთი ამბები მოიგონეს.

გინდათ გითხრათ? სინამდვილეში ჩემს პირად ცხოვრებაში რა ხდება არავინ არ იცის. (იცინის) დასამალიც, რომ არ იყოს დავმალავ რადგან იმდენი ხალხი იქექება, მერე ყველაპერი ირევა. ჩემი პირადი არის ჩემი და ეს მხოლოდ იცის ჩემმა დამ და შეიძლება ჩემმა ორმა მეგობარმა.

რისი თქმა გსურთ არის თქვენს პირადში რაიმე სიახლე?

არ მინდა თქმა არ ვიტყვი რადგან რაცარუნდა აწყობილი მქონდეს ყველაფერი, იმდენი ხალხი ერევა, რომ მიფუჭებენ ყველაფერს. ვერცერთი კაცი ვერ გაუძლებს ამდენს რაც ხდება თუნდაც ნინის, შორენას ან ჩემს გარშემო. მართლა ვერ ვხვდები უხარიათ სხვისი ლანძღვა თუ რა ხდება?

იქნებ კარიერულმა სიახლეებმა გადაფაროს შენს პირადი ცხოვრების განხილვა?

კარიერა რა ვიციი რა გითხრათ გადავწყვიტე ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში ვიცეკვო“ რომელიც რის ძალიან რთული და შრომატევადი, არაფრისთვის დრო აგარ მრჩება დღეში 5-6 საათი მიწევს ვარჯიში, მიხარია რომ ამ პროექტში ვარ ჩართული.

წარმატებებს გისურვებთ.

ძალიან დიდი მადლობა, აი არ ვიცი გამაგიჟა ამ ხალხმა და აჟიოტაჟმა, მგონი უნდათ რომ მოვკვდე ან მსგავსი რამ დამემართოს, მაგრამ არ მოვკვდები მაგათ ჯინაზე.
ბევრი სკანდალი და დიდი რეიტინგი.

რატომ რატომ უნდა ვიყო რეიტინგული არაფერს არ ვაკეთებ ამისთვის. წელიწადში მე ერთ სიმღერას ჩავწერ ზოგი 200-ს წერს და მაინც ჩემზე წერენ, მერე ხალხი მლანძღავს რატომ აპიარებთ, რას აკეთებსო. ჩემთვის ვცხოვრობ როგორც უნდა ცხოვრობდეს ჩვეულებრივი ადამიანი. ახალგაზრდობის 10-15 წელი დამრჩენია და მაცადონ.

თქვენი შვილის რეაცია როგორია, რას ამბობს?

ვგიჟდები მასზე ისე ადეკვატურად აგიქვამს ყველაფერს, იცინის და მეუბნება რომ ყურადღება არ მივაქციო. სულ მეუბნება რომ გარეთ გავიდე და გავერთო.. მე არ მიყვარს ხშირად გარეთ გასვლა.

სახლში ვყავარ და მხედავს როგორიც ვარ ისე ყველაზე კარგად მიცნობს.
და ბოლოს რამის დამატება ხომ არ გსურს ამ აჟიოტაჟთან დაკავშირებით?
აი ძალიან მაღიზიანებს ეს ჩუმჩუმელა ადამინები რომლებსააც კოჭებამდე კაბები აცვიათ და ქვეყნის ამომგდებები რომ არიან. ვუსურვებ, რომ მიხედონ საკუთარ ცხოვრებას ბევრად ლამაზად და მსუბუქად იცხოვრონ ეს ძალიან კარგია. მე როგორიც ვარ ისე ვცხოვრობ და დასამალიც არაფერი მაქვს იმიტომ ვლაპარაკობ ყველაპერზე ასე ღიად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100