სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალების 80%-ს მარცხენა ძუძუ უფრო დიდი აქვს, ვიდრე მარჯვენა

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მკერდის შესახებ

1.ყოველი ზედმეტი კილოგრამი მკერდის წონას 20 გრ-ით ზრდის და პირიქით: ყოველი დაკლებული კილოგრამი მკერდის წონას 20 გრ-ით ამცირებს.

2. მკერდის კორექცია მე-19 საუკუნის შუა ხანებში ფრანგებმა შემოიღეს. ქალბატონებს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი მკერდის ზომით, ჩაუჭრიდნენ მკერდს და დღეს ასე ფართოდ გავრცელებული სილიკონის ნაცვლად, ცხოველური ცხიმებით, ცვილით ან პარაფინით ამოავსებდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, ეს პროცედურა ხშირად სავალალოდ მთავრდებოდა: საბრალო ქალები პერიტონიტით იღუპებოდნენ.

3. ქალების 80%-ს მარცხენა ძუძუ უფრო დიდი აქვს, ვიდრე მარჯვენა.

4. "რაც უფრო დიდი მკერდი აქვს ქალს, მით უფრო მაღალია მისი ინტელექტუალური განვითარების დონე" - პასუხისმგებლობა ამ თამამ განცხადებაზე საკუთარ თავზე აიღო 2003 წელს ამერიკელ სოციოლოგთა ჯგუფმა, ივონ როსდეილის ხელმძღვანელობით.

5. იაპონიაში მრავალი ასწლეულის მანძილზე ზედმეტად პატარა მკერდი (პრაქტიკულად, შეუმჩნეველი) სილამაზისა და ქალურობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ამ მიზნით იაპონელი ქალები მკერდს ტილოთი იკრავდნენ ხოლმე.

6. მედიცინაში არსებობს ტერმინი "პოლიმასტია", რაც დამატებითი სარძევე ჯირკვლის ქონას ნიშნავს.

7. შამპანურის ბოკლები, რომლებიც საფრანგეთში მე-18 საუკუნეში, ლუდოვიკ 15-ის მმართველობის დროს გამოჩნდა, ზუსტად იმეორებდა მეფის ფავორიტის, მარკიზა დე პომპადურის მკერდის ფორმებს.

8. ყველაზე დიდი ბიუსტი მსოფლიოში - 82X266X193 სმ - ფრანგმა მოქანდაკემ, სეზარმა გამოაქანდაკა. ყალიბი დამზადდა ვიქტორია ფონ კრუპის (კაბარე "Crazy Hor­se"-ის მოცეკვავე) მკერდის მიხედვით. მონუმენტის ნახვა შესაძლებელია პარიზში, თანხმობის მოედანზე მდებარე გალერეაში.

9. საუკუნეების წინ ავიცენა სთავაზობდა ქალებს მკერდის სილამაზის შესანარჩუნებლად "უნიკალური" მალამოს რეცეპტს, რომლის მომზადება სახლის პირობებშიც იყო შესაძლებელი (მალამო გარეგანი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი). "სასწაულმოქმედი" საცხის შემადგენლობაში შედიოდა კიმოლოსის თიხა (კიმოლოსი - კუნძული საბერძნეთში), ლენცოფას თესლი და ტახის, კუს ან ზღარბის სისხლი.

10. ამორძალები მარჯვენა ძუძუს თავად იკვეთდნენ ან მოიწვავდნენ ხოლმე პატარა ასაკში. არსებობს მოსაზრება, რომ ამას მშვილდ-ისრის უკეთ გამოყენებისთვის სჩადიოდნენ; მეორე ვერსიით - თითქოს მტრის დასათრგუნად და შესაშინებლად.

11. 1985 წლის აგვისტოში ახალგაზრდა ესპანელმა გოგონამ, სახელად მიურიელამ, ორივე მკერდი მოიკვეთა იმისთვის, რომ კორიდაში მიეღო მონაწილეობა. ეს მან თავისი ნებით გააკეთა (ამაში ამერიკელი ქირურგი დაეხმარა). ასე "შედგა" ცნობილი მატადორი - რივიერო ელ პრიმერო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100