სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე არ ვფიქრობ, რომ მარიამი რასაც აკეთებს ის ჟურნალისტიკაა

ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ნანუკას შოუ ეთერს 25 სექტემბერს უბრუნდება. ახალ სეზონსა და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით droni.ge ნანუკა ჟორჟოლიანს გაესაუბრა.

სიახლეები იქნება ახალ სეზონში?

რა თქმა უნდა სიახლე იქნება. იქნება ახალი სტუდია, ახალი მუსიკები

იქნება თუ არაა ახალი რუბრიკები?

კი აუცილებლად იქნება ახალი რუბრიკები!!

იქნებ გვითხრათ რომელიმე რუბრიკის შესახებ?

თუ დამირეკავთ 25-მდე ერთი კვირით ადრე გეტყვით, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ განა იმიტომ რომ კრიჟანი ვარ და არ გავცემ იმფორმაციას, არამედ გადაცემის გასვლამდე დიდი დროა და კონკურენტია ძალიან დიდია, არამარტო ჩემს არხზე, არამედ კონკურენტ არხებზეც.

ახალი წევრები თუ გყავთ გუნდში?
ახალი არა, მაგრამ შემოგვემატნენ ძველები. დაგვიბრუნდა ძველი, მემონტაჟე (რუსლანი)

როსტო?
რა უნდა გითხრათ როსტოზე მიყვარს ვგიჯდები, დის ქორწილი ქონდა სამწუხაროდ ვერ ვიყავი ქორწილში“

მაყურებელსაც ძალიან უყვარს და იქნება თუ არა ახალ სეზონში?
ვერ გეტყვით, მისი გეგმებიდან გამომდინარე

დარჩება თუ არა მარიამის რუბლიკა?

მარიამის რუბლიკა დარჩება, პერიოდულად, როგორც იყო პრინციპში

ხშირად ისმის აზრი, რომ მარიამი დედის დახმარებით გახდა პოპულარული და ეს უსამართლობაა.

მარიამი პოპულარული არ გამხდარა ,,ნანუკას შოუდან“ ის საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალიდან გახდა (,,გოგონა გარეუბნიდან“) მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა სერიალის კასტინგზე მისვლა. იქ არავინ იცოდა ნანუკას შვილი თუ იყო. მაშინ იმაზე მეტი პოპულარული იყო ვიდრე ახლა.

მნიშვნელოვანია არა ის რომ მარიამი ჩემი შვილია, არამედ ის, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, კარგად ფლობს უცხო ენებს, გახსოვთ ალბათ ინტერვიუ რუსულ ჯგუფ „უმა ტურმანთან“. მარიამი „ნანუკა შოუში“ აკეთებს თინეიჯერებზე გათვლილ თემებს. თუმცა მე არ ვფიქორბ, რომ რასაც მარიამი აკეთებს ჟურნალისტიკაა. ჟურნალისტიკა გაცილებით რთულია ვიდრე კარგი რუსულის ცოდნა ან ვიდრე ინტერვიუს აღება. ჟურნალიოსტიკისგან მარიამი ძალიან შორს არის და ასევე მსახიობობისგანაც. რასაც ჩემთან აკეთებს ეს არაა ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკას გაცილევბით უფრო შრომატევადია და მინიმუმ იმ გზის გავლა სჭირდება რაც დედამისმა გაიარა, იქნება ეს პრაქტიკანტობა, ღამის თენება თუ მიკროფონით ქუჩაში სირბილი

აქვს თუ არა გადაწყვეტილი რა პროფესიას დაეუფლება?
ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი. თუმცა ფიქრობს პოლიტიკურ მეცნიერებაზე ,,იელში“ ჩააბაროს. მე ასევე მგონია, რომ მარიამი იქნება კარგი იურისტი.

და ბოლოს არ შემიძლია არ გკითხოთ, ბოლო პერიოდში თქვენს მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ნანუკას შოუს იმიჯზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?

რომელ პოლიტიკურ განცხადებებს გულისხმობთ? მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს

თუნდაც „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის კრიტიკა?

რომელი ნაწილი იყო იქ კრიტიკა? არ იყო იქ კრიტიკა. კრიტიკა რა არის იცი? აი ჩემზე და სხვებზე, რომ ამბობენ მსუქანიაო, რა აცვიაო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100