უიტნი ჰიუსტონმა ალკოჰოლს ბრძოლა გამოუცხადა

უიტნი ჰიუსტონი ბრძოლას, ამჯერად ალკოჰოლს უცხადებს. ლეგენდარული 47 წლის მომღერალი, ალკოჰოლზე დამოკიდებულების დამარცხებას უკვე მესამედ შეეცდება. უიტნის სახელი ბოლო პერიოდში ყვითელი პრესის ფურცლებზე ყველაზე ხშირად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ჩნდებოდა.

უიტნიმ აღიარა, რომ საშინლად გააწამა არაჯანსაღი ცხოვრების წესმა. მართალია, ბოლო პერიოდი მომღერალი ამტკიცებდა, რომ მისი და ალკოჰოლის ურთერთობა უკვე მოგვარებული იყო, მაინც აღმოჩნდა, რომ შემსრულებელს მკურნალობის კიდევ ერთი კურსი სჭირდება.

მისი პოპულარობა 90-იანი წლებიდან გაასმაგდა – მას შემდეგ, რაც ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი „პირადი მცველი“. მომღერალმა თავს 2000 წლის ბოლოს უშველა, როდესა ალკოჰოლთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. მანა ახალი ალბომიც გამოუშვა I Look To You”. სხვათა შორის, დისკმა კრიტიკოსთა მაღალი შეფასება მიიღო. ის ამჯერად საავადმყოფოშია და ალკოჰოლს კიდევ ერთხელ უცხადებს ბრძოლას.

კომენტარი