გულგატეხილი ქეით მიდლტონი...

კემბრიჯის „ახლადგამომცხვარი“ ჰერცოგის ოჯახში პირველი კამათი მოხდა. პრინცმა უილიამმა ქეით მიდლტონთან შეუთანხმებლად არმიაში მსახურობის კონტრაქტი გააგრძელა, რამაც მიდლტონის უკმაყოფილება გამოიწვია.

პრინცესა მეუღლეზე ძალიან ნაწყენია, რადგან მან პირობა არ შეასრულა, რომელიც ქორწილამდე დაუდო ქეითს. იმის ნაცვლად, რომ პრინცს კონტრაქტის დასრულებისთანავე უარი ეთქვა არმიაში სამსახურზე, მან ორი წლით დროის გახანგრძლივებაზე მოაწერა ხელი.

წყვილის მეგობრების თქმით, ქეითი ძალიან იმედგაცრუებული იყო, როცა გაიგო, რომ ქმარმა ის მოატყუა. ამასთანავე, ქეითი ნერვიულობს, რადგან შესაძლოა, პრინცი კონფლიქტის ერთ–ერთ უცხელეს ზონაში გაუშვან, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ პრინცს სახლისა და მეუღლისგან მოშორებით მოუწევს ორ თვე–ნახევრის გატარება. როგორც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ახალგაზრდა პრინცს ფოლკლენდის კუნძულებზე მოუწევს სამხედრო მოვალეობის შესრულება.

მოსალოდნელია, რომ პრინცი უილიამი მაშველთა დანაყოფში იმსახურებს, ვერტმფრენ „Sea King–ზე. კეთრინი მას ვერ გაჰყვება, რადგან ბრიტანელ ჯარისკაცებს, რომლებიც ფოლკლენდის კუნძულებზე იხდიან მოვალეობას, ახლობლების წაყვანის უფლება არა აქვთ.

კომენტარი