სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგლისის პრინც უილიამს ვაჟი შეეძინა

დიდ ბრიტანეთში ტახტის მემკვიდრე დაიბადა. პრინც უილიამის მეუღლემ, კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა ვაჟი წმინდა მარიას საავადმყოფოში გააჩინა, სწორედ იქ სადაც წლების წინ პრინცესა დიანამ იმშობიარა. პრინც უილიამის ვაჟი 3.8 კილოგრამს იწონის. მის დაბადებას ივლისის შუა რიცხვებში ელოდნენ, თუმცა ტახტის მემკვიდრე ერთი კვირით გვიან მოევლინა ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის სქესი ბოლო წუთებამდე საიდუმლო იყო ფართო საზოგადოებისთვის. მისი დაბადებისთავე კი ბუკინგემის სასახლის ჭიშკარზე საჯარო განცხადება გამოაკრეს და საზოგადოებას მომავალი მეფის დაბადება ამცნეს. უცხოური მედიის ცნობით ახლადდაბადებული პრინციც და მისი დედაც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100