როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის კაცები?

ვერძი მამაკაცების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათგან ჩინებული მამები დგებიან. როგორც წესი ვერძ კაცს მოსწონს მრავალრიცხოვანი ოჯახი, ამიტომ იშვიათად ნახავთ დედისერთა ნაშიერის ამარა დარჩენილ ვერძ მამას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები, თავისი შვილებისთვის საუკეთესო მეგობრები და თანამოაზრეები არიან. ამიტომ "მამების და შვილების" პრობლემა მათთვის იშვიათად დგება.

კურო მამები შესანიშნავი მამები არიან, თუმცა უფრო შვილის მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ბავშვი იყოს ჩაცმულ-დახურულ-ნაჭამ-ნასვამი. მამა კურო შვილთან ნაკლებად მკაცრია, თუ ამ უკანასკნელმა მისი სამსახურის შემდგომი "დივანისადმი მიძღვნილი საღამო" უხეშად არ დაარღვია თავისი ღრიანცელით და ყვირილით.

ტყუპი შვილებისთვის საუკეთესო ინტელექტუალური მეგობარი და გამრთობია. თუმცა შვილების მიმართ მხურვალე სიყვარულით და ზოგადად მამობის დიდი სურვილით ტყუპი კაცები იშვიათად იწვიან. თუ მაინც ისე მოხდა რომ მამა გახდა ადრეულ ასაკში, ტყუპი მაქსიმალურად შეეცდება შვილთან დამოკიდებულებაში "მამა-შვილურ" პოზიციას აარიდოს თავი.

კირჩხიბ, ამ ადამიანს გენეტიკურ კოდად უზის ალბათ, რომ მამა იყოს, თან როგორი მამა! საუკეთესოზე, საუკეთესო, მზრუნველი, მოსიყვარულე და შვილებზე გადამკვდარი მშობელი. გასაკვირი არაა, რომ ბევრი კიბო კაცი საკუთარ ცოლზე უკეთ უვლის ხოლმე შვილს, ნუ ახლა თუ მაინც და მაინც პამპერსებს არ უცვლის, სხვამხრივ ყველანაირად ანებივრებს თავის ნაშიერს და მისი მომავალიც წინასწარ აქვს ნაფიქრ-დაგეგმილი.

ლომ ამ მხრივ ცოტა რთულადაა საქმე. ჯერ ერთი რომ ლომები ნაკლებად განეკუთვნებიან "მამობისმოყვარული" ზოდიაქოს ნიშნების რიცხვს, მეორეც შესაძლოა თქვენი ლომი ქმარი ჩინებული მამაც იყოს, მაგრამ მათ ხშირად ახასიათებთ შვილებთან არათანმიმდევრულობა. ხან უზომოდ მზრუნველია ბავშვთან, ხანაც მისთვის თვეში ერთხელ ძვლივს იცლის. ამასთან ერთად, ლომებს არ უყვართ ბევრი შვილის ყოლა. ხშირად ისინი ერთი ან ორი ბავშვით შემოიფარგლებიან, თუ ამ საკითხში მეუღლეც აუბამს მხარს.

ქალწული მამა კი, მზრუნველი მშობლის ეტალონია. მას არ ეზარება ბავშვების მოვლა-პატრონობა, დაპურება, სკოლაში ან ბაღში ტარება. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალწული მამაკაცი საკმაოდ რთულად რისკავს საიმისოდ, რომ მემკვიდრის გაჩენაზე იფიქროს. ეს იმიტომ რომ მისთვის სულერთი არაა შვილის დედის ვინაობა. თუმცა თუ მაინც ისე მოხდა რომ იგი მამა გახდა, არანაირ პასუხისმგებლობას არ აარიდებს თავს.


სასწორი მამაკაცები, გაცილებით უკეთესი ქმრები არიან ვიდრე მშობლები და მამები. მათ არ ახასიათებთ თავიანთი ნაშიერის გამო გადამეტებული სიყვარულით "ექსტაზში" ჩავარდნა და ზოგადად ცნობას იმის შესახებ, რომ მამა უნდა გახდნენ, განსაკუთრებული ოვაციით იშვიათად ეგებებიან. თუმცა თუ მაინც უწევთ ამ როლის მორგება, მას მორჩილად ასრულებენ.

მორიელ აქ საქმე მკაცრ (ხშირად დიქტატორ) და მომთხოვნ მამასთან გვაქვს. მორიელ მამაკაცს არ აშინებს პასუხისმგებლობის აღება და მამობის ტვირთსაც ღირსეულად ატარებს. იგი ძალიან მზრუნველი, თუმცა საკმაოდ მკაცრი მშობელია. შვილის არცერთი ნაბიჯი არ გამოეპარება და ცუღლუტობისთვისაც შესაფერის სასჯელს მოიფიქრებს მისთვის თუ ეს უკანასკნელი გონს დროზე არ მოეგება.

მშვილდოსანი როგორც წესი, მრავალრიცხოვანი და მრავალეთნიკური შთამომავლობის პატრონია ხოლმე უკვე ადრეულ ასაკში. ბავშვების მიმართ მას შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს, შეიძლება ითქვას "თანატოლური", ეს იმიტომ რომ ნებისმიერი მშვილდოსანი ეს ქრონიკულად ბავშვობაში ჩარჩენილი ადამიანია, აქედან გამომდინარე, როგორც მამა იგი მშვენივრად მოირგებს კლოუნის როლს, თუმცა ყურადღებას, ზრუნვას და ღამეების თენებას მას ამაოდ მოსთხოვთ. მოსთხოვთ და ისე აორთქლდება სანთლით ვეღარ იპოვნით.

თხის რქა მამა კი განსაკუთრებული მამაა. უზომოდ ყურადღებიანი, მზრუნველი, თავდადებული. მოკლედ "მამების მამა". თუმცა გადამეტებული სიმკაცრის გამო, გამორიცხული არაა რომელიმე თხის რქას მისი თავისუფლებისმოყვარული ნაშიერი აუჯანყდეს. აი რაც შეეხება შვილის განთლებას, სოციალურ სტატუსს და ა.შ მამა თხის რქა, ყოველთვის ეცდება შვილს ამ მხრივ საუკეთესო შეურჩიოს.

მერწყულისთვის კი, რეკომენდებული ნამდვილად არ არის ნაადრევად მოეკიდოს ოჯახს და მით უმეტეს მამობის ტვირთი იტვირთოს. ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს, დადინჯება-დაღვინების ასაკი გვიან უდგებათ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, შვილის ყოლის პასუხისმგებლობა მათთვის ადრეულ პერიოდში ძალზე მძიმე და გაუგებარი ტვირთია.

თევზი მამა კი ბავშვებისთვის ნამდვილი საჩუქარია. მას არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) ეყვარება ზღაპრები, მულტფილმები და სხვა საბავშვო გასართობები. ამიტომ იგი სიამოვნებით გაგირთობთ ხოლმე პატარას, თუმცა სხვა სახის (განსაკუთრებით მატერიალური) პასუხისმგებლობები მათთვის დამღლელი მოვალეობაა. ასე რომ ხელები დაიკაპიწეთ და თქვენი შვილის მამას კომფორტი თავად შეუქმენით.

კომენტარი