სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ლალი მოროშკინას კონფლიქტი არ დასრულებულა

ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლალი მოროშკინას შორის ურთიერთობა ჩანგლის სკანდალური ისტორიის შემდეგ, რომ დაიძაბა ეს ყველამ კარგად იცის. კულუარებში მათი უთანხმოების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ხშირად ვრცელდება, მაგრამ საჯაროდ ერთმანეთის მისამართით განცხადებებს არცერთი არ აკეთებს. თუმცა 2 წლის წინანდელი კონფლიქტის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ ნანუკა ჟორჟოლიანის დღევანდელი სტატუსი.

“გავიგე ლალი მაროშკინა ყოფილა სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ეხლა კი მივხვდი პატიმრები რატომ გორდებიან კიბეებიდან :)” - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ნანუკას სტატუსთან ერთად droni.ge გთავაზობთ აიტივის მიერ 2 წლის წინ მომზადებულ ვიდეომასალას, სადაც ნანუკა მოროშკინას „პიარშიკობაში სდებს ბრალს, ლალი მოროშკინა კი მის ბრალდებას პასუხობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100