სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კესარია ლგტბ აქციასა და ძალადობას აფასებს

17 მაისის ლგტბ აღლუმის შესაფასებლად droni.ge კესარია აბრამიძეს დაუკავშირდა.

კესარია აბრამიძე: ამაზრზენია ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში. ვინც არ უნდა იყოს და რა ორიენტაციის ადამიანებიც უნდა იყოს, ასეთი გასწორება ძალიან მიუღებელია. მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოება ასეთი გამოსვლებისთვის მზად არ არის.

ალბათ ეს ყველაფერი ვიღაცას რაღაცაში აწყობდა, იგივე ალბათ არასამთავროებებს კარგი დაფინასება რომ მიიღონ, ან არვიცი... აშკარაა რომ ვიღაცას აწყობდა. ასე უცებ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რაღაცა შემზადება იყო საჭირო, რაღაც შესავალი აქვს ყველაფერს და ეტაპობრივად შეიძლებოდა საზოგადოების შემზადება, რომ ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლოდა და მამაოების ასეთი უცენზურო გამოსვლები.

მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ხომ უნდა გამიჩნდეს სურვილი ეკლესიაში მივიდე და აღსარება ჩავაბარო. ამ ყველაფერს მომავალი თაობა, ბავშვები ხედავენ და რა შთაბეჭდილება დარჩებათ, როცა ჯვრით ხელში იგინება და ბილწსიტყვაობს ეკლესიის წარმომადგენელი. ეს ყველაფერი უბრალოდ ამაზრზენია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100