ქეით მიდლტონი საკუთარმა დამ შეარცხვინა

ინტერნეტ-სივრცეში დიდი ბრიტანეთის პრინცის უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინიას მომხიბვლელი დის, პიპა მიდლტონის სკანდალური ფოტოები გამოჩნდა.

ფოტოებზე წელს ზემოთ შიშველი პიპა, შორტებში გამოწყობილ, პაპარაცებისთვის უცნობ მამაკაცს ეკვრის და ძალიან ბედნიერი ჩანს. მეორე ფოტოზე კი მოკლე თეთრ კაბაში გამოწყობილი ფილიპა ალკოჰოლური სასმელების ბოთლებთან არის გადაღებული.

ბუკინგემის სასახლეში იცოდნენ, რომ ფილიპა მიდლტონი წმინდანი არ არის, მაგრამ ამას არ ელოდნენ - 2008 წელს ჟურნალმა "ტატლერმა" პიპა "ნომერ პირველ საზოგადოებრივ მარტოხელად" დაასახელა.
ეს ქეთრინ მიდლტონის ოჯახის გარშემო ატეხილი უკვე მეორე სკანდალია. სამეფო წყვილს საქვეყნოდ თავი რამდენიმე დღის წინ მოეჭრა, ქეით მიდლტონის ძმა, ჯეიმს მიდლტონი გეი აღმოჩნდა.

"გუგლის" საძიებო სისტემაში არსებობს ფრაზა - "ჯეიმს მიდლტონი - გეი". უფრო მეტიც, ინტერნეტი აჭრელებულია ფოტოებით, სადაც ჯეიმსი ქალის კაბაშია გამოწყობილი. ამბობენ იმასაც, რომ ეს კაბა მის დას ეკუთვნის.

კომენტარი